კახეთში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგიონი დადებითობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა, ხოლო ინფიცირების მიხედვით თბილისის და იმერეთის რეგიონის შემდეგ პირველი.
ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 523-ით გაიზარდა. დაკეტილია საბავშვო ბაღების და სკოლების უმრავლესობა.
ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, რეგიონში კოვიდ კლინიკებში და ბავშვთა საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.