ახალი ამბები

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება – პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს, რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებიც შეწუხებული არიან, რომ მგზავრი ეწევა და პირიქით ხდება მგზავრის შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ეწევა.