გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.
მისი თქმით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება.
,,ჩვენ ვაწარმოებთ არაერთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც, ძირითადად, დაყრდნობილია საინფორმაციო კამპანიასა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ეს იძლევა გარკვეულ ეფექტს და ამ ეტაპზე ჩვენ იძულებითი ვაქცინაციის საფუძველს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.