ჭადარის გადასარჩენად საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის გამოცხადება იგეგმება
თელავის სიმბოლოს, 900 წელზე მეტი ხნის ჭადარის გადასარჩენად ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა knews.ge-თან განაცხადა, რომ ჭადარის გადასარჩენად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები.
“ზაფხულში ჩვენ მოვიწვიეთ მეცნიერთა ჯგუფი, აგრო სპეციალისტები, ფიტო სანიტარები, რომლებმაც შეისწავლეს როგორც ხის, ისე ნიადაგის მდგომარეობა. აიღეს ლაბორატორიული სინჯები და დასკვნის საფუძველზე ივლისის თვეში მოვახდინეთ მისი შეწამვლა.
ჩვენ უკვე ვიწყებთ ტენდერის გამოცხადებას ჭადარის გასხვლაზე, მის ფორმირებაზე, შეწამვლაზე და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. პროექტის დამუშვების შემდგომ ინფრასტუქტურა მოეწყობა ისე, რომ არ დაზიანდეს ჭადარი და ვეღარ მოხდეს მის მიმდებარედ მიწის დატკეპვნა. შევეცდებით ჭადარს დიდხანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე,” – განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.