კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შ.პ.ს. „ფაუნის“ ტერიტორიაზე, უკანონოდ დაამზადა 0.8 კუბური მეტრი ჭადრის სახეობის საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი.