ახალი ამბები

საგარეჯოში ვაქცინით 96 წლის ნინო უნაფქოშვილი აიცრა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით 96 წლის ნინო უნაფქოშვილი აიცრა.

მისი თქმით, ვაქცინის გაკეთებით მას იმედი აქვს რომ ჯანმრთელი იქნება.

“სიკვდილის მეშინოდა და ჯანმრთელობისთვის ავიცერი, სადაც ქვეყანა იცრება მეც იქ უნდა ვიყო”,– განაცხადა ნინო უნაფქოშვილმა.