ახალი ამბები

საქართველოში “მწვანე პასპორტების” ამოქმედება იგეგმება

მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. თუმცა, რომელ მოდელს აირჩევს ქვეყანა ამას საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე აკეთებს.

“პროგნოზი საიმედო არ არის. დღესაც იქნა დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება და ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო.

“მწვანე პასპორტები” ამოქმედდება. დიახ, დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება; ვერ გეტყვით როდიდან, რადგან თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა ამ “მწვანე პასპორტთთან” მიმართებით, რომელს აირჩევს საქართველო – ოფცია 1, 2 თუ 3-ს – ეს უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე”, -განაცხადა გამყრელიძემ.