ამირან გამყრელიძე – შეზღუდვების დაწესების მომხრე ვარ, დავალებები გაიცა, რომ გადაწყვეტილებების პაკეტი მომზადდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.
„პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა.