გართულებული ეპიდსიტუაცია კახეთში- რეგიონში კორონავირუსის 879 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.
რეგიონში თბილისის და იმერეთის შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეპიდემიოლოგების თქმით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დაკეტილია და სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული სკოლების ნაწილი და რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღი.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ეპიდვითარების გაუარესება რთველის და ტურისტული სეზონის დროს რეგიონში მოსახლეობის მაღალმა მობილობამ გამოიწვია. მათივე თქმით, შემცირებულია ასევე აცრის მსურველთა რაოდენობაც. გუშინდელი მონაცემებით, რეგიონში 324 ადამიანი აიცრა, დღევანდელი მონაცემებით კი 341 პირი, რაც მათი განმარტებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 42 ადამიანი.