სოფელ ნაფარეულთან მომხდარ ავარიას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.