კახეთში ვაქცინაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
გურჯაანში, ვაქცინაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, კახეთის 6 მუნიციპალიტეტის გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ე.წ. მარათონი იყო, რომელშიც კახეთის 6 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელი ჩაერთვება. მარათონის წინამოსამზადებელ სამუშაო შეხვედრაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი იღებდნენ მონაწილეობას.