ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 912 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსის 912 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, სადაც ეპიდემიოლოგების თქმით, შემთხვევების ნახევარი ფიქსირდება. კორონავირუსის შემთხვევებით, კახეთის რეგიონი თბილისის და იმერეთის შემდეგ პირველია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.