ახალი ამბები

900 წლის ჭადარის ბინადრები- ფოტო

თელავში, 900 წლის ჭადარის ფუღუროში 4 ულამაზესი ლეკვი ცხოვრობს.

ჭადარის ხე, რომელიც თელავის სიმბოლოდაა წოდებული უკვე 900 წელზე მეტია რაც ქალაქში დგას. სამწუხაროდ, ხის მდგომარეობა, მისი ასაკიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში მძიმდება.

სწორედ აქ, ამ ხის ფუღუროში დაიდო ბინა ოთხმა უსაყვარლესმა ლეკვმა, რომლებიც გამვლელების ყურადღებას იქცევენ.