სოფელ ზინობიანში უდიური თემის პირველი წინამძღოლისა და სოფლის დამაარსებლის, ზინობი სილიკაშვილის სკულპტურა დადგეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში უდიური თემის პირველი წინამძღოლისა და სოფლის დამაარსებლის, ზინობი სილიკაშვილის სკულპტურა დადგეს.
1922 წელს ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით კავკასიის ალბანელთა შთამომავლების, უდიების ერთი ნაწილი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში გადმოვიდნენ. ზინობი სილიკაშვილი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა, ის 1938 წლის 16 ოქტომბერს დახვრიტეს.
ღონისძიებას სოფლის მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაინტერესებუი პირები და ზინობი სილიკაშვილის შთამომავლები.
1938 წლის 16 ოქტომბერს ზინობი სილიკაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრიტეს. 83 წლის შემდეგ მისი სახელობის სოფელში მისი სკულპტურა და თანდართული საინფორმაციო დაფა დაიდგა. 1922 წელს ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების, უდიების ერთი ნაწილი დღევანდელი აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოვიდნენ. რამდენიმე ათასი უდი დღესაც ცხოვრობს აზერბაიჯანში, საქართველოში (სოფელ ზინობიანში) და რეგიონის სხვა რამდენიმე ქვეყანაში.