თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ადგილები აღარ არის
თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ადგილები აღარ არის.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო, გადავსებულია კახეთში მოქმედი ყველა კოვიდ კლინიკა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც შერეული კლინიკაა და იქ კორონავირუსით დაინფიცირებული პირების მკურნალობაც ხდება, აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათთან ადგილი პაციენტების მისაღებად აღარ არის.
“პაციენტი ბევრია, ადგილები არ გვაქვს, კოვიდ ტესტებზე რიგებია, საველე ჰოსპიტლები გაიხსნება თუ არა ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. ასევე ინფიცირების შემთხვევები ჩვენს დაწესებულებაშიც ფიქსირდება და შესაბამისად ეს პრობლემაც გვემატება. ძალიან რთული მდგომარეობაა”,- განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შეგხასენებთ, რომ დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1298 პირი. გუშინ საქართველოში 38 093 ტესტი ჩატარდა.