რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ – ბლოგი
კახეთის ტყეებში უამრავი სახეობის სოკოა გავრცელებული და მათი დაკრეფა სხვადასხვა სეზონზეა შესაძლებელი.
ახლა სწორედ იმ სეზონებიდან ერთ-ერთია, როდესაც მოსახლეობა ტყეში ან მინდორში სოკოს მოსაპოვებლად აქტიურად დადის. თუმცა, ერთი შეხედვით, ამ უწყინარი მცენარის მირთმევით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ ხშირად ფიქსირდება. სოკოს შეუძლია, ადამიანს მიაყენოს მონიმალური ზიანი, მაგრამ ამასთან ერთად ასებობს ფატალური შემთხვევების ფაქტებიც.
ამიტომ არის აუცილებელი, როდესაც სოკოზე წახვალთ კარგად ერკვეოდეთ მის სახეობებში, რათა მარტივად გაარჩიოთ შხამიანი და საკვებად ვარგისი სოკო ერთმანეთისგან. საქართველოში დღეისათვის სოკოს 6 500 სახეობაა აღწერილი. მაკროების კი, რომლებსაც ჩვენ თვალით ხილულ სოკოებს ვეძახით, დაახლოებით 1600 სახეობა.
მისი ნაყოფი ბუნებაში ჩნდება წვიმის შემდეგ. რეალურად სოკო მიწის ქვეშ ცხოვრობს. ამას ეწოდება მიცელიუმი, იქ ის ივითარებს ნაყოფ სხეულს, რომელსაც მერე ჩვენ სოკოს ვეძახით.
არსებობს ლიტერატურა, საიდანაც შეიძლება ისწავლოთ სოკოს ცნობა. არიან ასევე გამოცდილი მესოკოვეები, რომლებიც წლების განმავლობაში დადიან სოკოს შესაგროვებლად და აქვთ ბევრი ინფორმაცია. ამასთან ერთად, აღსანიშნავია რომ სულ ხუთი-ექვსი სახეობა, რომელსაც ყავს თავისი ორეული. თუ ზუსტად არ იცი, რომ საჭმელი სოკოა, იმას ხელიც არ უნდა ახლოთ. არიან ისეთი სოკოები, რომლებსაც არ ყავთ შხამიანი ორეული, მაგალითად, მიქლიო, იგივე ხეთამხალი. ამ სოკოებს არ ყავთ მატყუარა ორეული და, შესაბამისად, ადამიანს არ შეეშლება. შხამიანი ორეული ყავს ნიყვს, ქამას, მანჭკვალას.
არავითარ შემთხვევაში არ შეაგროვოთ ისეთი სოკოები, რომლებშიც ეჭვი გეპარებათ. ასევე არ არის სასურველი ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს აჭამოთ სოკო. იგი დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და რთული მოსანელებელია.
სოკოთი მოწამვლისას, თუნდაც მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვინც კი შხამიანი სოკო მიიღო, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები. აუცილებელია მოწამვლიდან 48 საათის განმავლობაში შეწოვილი შხამი ორგანიზმიდან გამოვიდეს. სოკოთი მოწამვლას ახასიათებს კუჭის ტკივილი, პირის გაშრობა, ღებინება, ფაღარათი, გონების დაკარგვა, ხელ-ფეხის გაცივება, ნევროლოგიური დარღვევები, კრუნჩხვა.
თუ არ ხართ ინფორმიერბული და ვერ ერკვევით სოკოს სახეობებში არ არის რეკომენდირებული მისი მოპოვება დაიწყოთ. ხოლო მოწამვლის ეჭვის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლით მიმართეთ ექიმს, რადგან სავალალო შედეგი აიცილოთ თავიდან.