როგორ დაკომპლექტდება კახეთის საკრებულოები
კახეთში 8 საარჩევნო ოლქიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი საკრებულოებში მმართველ პარტიას ეყოლება.
წინასწარი მონაცემებით, ,,ქართულ ოცნებას” რეგიონის 8 საკრებულოში ეყოლება 182 წარმომადგენელი, ,,ნაციონალურ მოძრაობას”- 83, პარტიას
,,საქართველოსთვის- 5, ევროპულ საქართველოს- 1, ,,ლელოს” -1, ,,სახალხო პარტიას”-2, ,,მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელს”-1 და დამოუკიდებელი კანდიდატი-1.