დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა დაიწყო
დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა დაიწყო.
მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა – ეს კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ, ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლე შეიცვალა, რაც სამართლებრივად მოითხოვს არსებითი განხილვა ხელახლა დაიწყოს, შესაბამისად, ახალი მოსამართლის პირობებში ხელახალი განხილვა იწყება.
სხდომას ესწრებიან თავად ბრალდებულებიც.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.