სიღნაღში აშენებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ სტუმარს 2022 წელს მიიღებს
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში აშენებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ სტუმარს 2022 წელს მიიღებს.
სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.
აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.