მიდის თუ არა თელავის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურზე
მერის ასარჩევად თელავის მე-17 საარჩევნო ოლში განთავსებულ 55 საარჩევნო უბანზე მეორე ტური ჩატარდება.
მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს. მეორე ტურში ერთმანეთს ,,ქართული ოცნებიდან” ლევან ანდრიაშვილი, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველი დაუპირისპირდებიან.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნულ საკითხზე knews.ge-მ თელავში გამოკითხვა ჩაატარა. მიდის თუ არა თელავის მოსახლეობა არჩევნებზე და რა მოლოდინები აქვთ მათ ჩვენი ვიდეო მასალიდან შეიტყობთ.