კახეთის სამ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
კახეთის სამ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება თელავის 55 საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს: ესენია ,,ქართული ოცნებიდან” ლევან ანდრიაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველი.
მეორე ტური ჩატარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის გაიმართება.
მეორე ტურია ჩანიშნული ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუე-ალმატის ოლქში. ერთმანეთს ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი და პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატი რატი ტურიაშვილი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, 7 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ხმათა უმრავლესობით პირველივე ტურში გამოვლინდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უმეტესობაში ხმების დიდი პროცენტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.