ახალი ამბები

პროექტის ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2021” გამარჯვებული თელავის მერია გახდა

,,ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს,, პროექტის ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2021” გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა.

საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების შეფასების მეთოდოლოგიით, ზომავს საქართველოს თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობას 3 მიმართულებით: მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის; მუნიციპალიტეტი მეწარმეებისთვის; მუნიციპალიტეტების ადმინისტრირების ხარისხი;