თელავის სამაგიდო თამაშების ,,ჯუნიორ კლუბი” 9 ოქტომბრიდან გაიხსნება
თელავში სამაგიდო თამაშების ,,ჯუნიორ კლუბი”9 ოქტომბრიდან გაიხსნება, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა, შემეცნებით და გასართობ თამაშებში.
,,ჯუნიორ კლუბი” არის თავისუფალი გასართობ-შემეცნებითი სივრცე, სადაც საგიდო თამაშების დახმარებით ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და აქტიურად იუმჯობესებენ სხვადსხვა უნარ-ჩვევებს.
“ჯუნიორ კლუბი შაბათ-კვირას ფუნქციონირებს და მსურველებს, 6-დან 16 წლის ჩათვლით წინასწარი რეგისტრაციით იღებს. ბავშვებს უქმეებზე ელოდებათ 50-ზე მეტი სამაგიდო თამაში, მხიარული და ყურადღებიანი მენტორები, ბევრი ენერჯაიზერი და სააზროვნო სავარჯიშოები.
2 წელია უკვე რაც გვაქვს “დიდების კლუბი” და წელს გადავწყვიტეთ მოზარდების კლუბის გახსნა, რომელიც გავხსენით კიდეც აპრილში და ის ივლისის ჩათვლით ფუნქციონირებდა. მიგვაჩნია რომ ჩვენი მომავლის, შვილების საინტერესოდ განვითარებისთვის ეს კლუბი ძალიან მნიშვნელოვანია.
შემოდგომის სეზონიდან კლუბში გარდა თამაშისა, გადავწყვიტეთ სამაგიდო თამაშების მექანიზმები უფრო დაწვრილებით განვიხილოთ და შემდეგში საკუთარი თამაშებიც შექმნან ბავშვებმა მენტორების და ოჯახის წევრების დახმარებით”,- განაცხადა კლუბის დამფუძნებელმა გიორგი ბეჟანიშვილმა.
გიორგი საზოგადოებას მოუწოდებს ხელი შეუწყონ მოზარდებს კლუბში სიარულისთვის, რადგან უამრავი უნარის განვითარებას და წარმოჩენას შეძლებენ.
“ჩვენს შვილებს სჭირდებათ უფრო მეტი თავისუფალი დრო შემოქმედებითი უნარების განვიათრებისათვის. ეკრანებზე და სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება უფრო მეტად ღრმავდება. ქალაქს სჭირდება სივრცე, სადაც ბავშვები ახალ უნარებს გამოიმუშავებენ და მათთვის საინტერესო პროცესებში ჩაებმებიან”,- განაცხადა გიორგიმ.