თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რეგიონში 317 საარჩევნო უბანია შექმნილი
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქალაქის მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.
ცესკოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 301 332 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თელავის მუნიციპალიტეტშია დარეგისტრირებული, ყველაზე ნაკლები კი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში შექმნილია 317 უბანი, საიდანაც ყველაზე მეტი თელავში, ხოლო ყველაზე ნაკლები დედოფლისწყაროშია.

