არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

კახეთის რეგიონში 301 332 ამომრჩეველია დარეგისტრირებული

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 301 332 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი თელავის მუნიციპალიტეტშია დარეგისტრირებული, ყველაზე ნაკლები კი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში შექმნილია 317 უბანი, საიდანაც ყველაზე მეტი თელავში, ხოლო ყველაზე ნაკლები დედოფლისწყაროშია.