არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

ამომრჩეველი დღეს საკრებულოს წევრებს და მუნიციპალიტეტის მერებს აირჩევს

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში, პარტიების მიერ საკრებულოების კანდიდატად 305 კანდიდატია წარდგენილი.
წარდგენილი კანდიდატებიდან 47 ქალი, ხოლო 258 მამაკაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების თქმით, გენდერული ბალანსია დაცული პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში.

ვინ არიან კახეთში მერობის კანდიდატები

კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მერობის 21 კანდიდატია. აქედან 20 მამაკაცი და ერთი ქალია. გთავაზობთ მერობის კანდიდატების ვინაობას მუნიციპალიტეტების მიხედვით.

თელავი – #17-ე საარჩევნო ოლქში მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს: ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ კენჭს, პარლამენტის წევრი, პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი იყრის. მმართველი პარტიიდან კი მერობის კანდიდატი იქნება ლევან ანდრიაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მესამე კანდიდატი კი, გახარიას პარტიიდან ყოფილი საჯარო მოხელე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე– გიგა ორკოდაშვილია.

გურჯაანი- მე-12 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობაზე ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს ზურა უტიაშვილი იყრის, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კი სერგი კაკალაშვილი.

ყვარელი- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მერის პოზიციის დასაკავებლად, ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში 4 კანდიდატი იბრძოლებს. ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს გივი ზაუტაშვილი იყრის, გიორგი გახარიას პარტიიდან გიორგი გიგილოშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ალექსანდრე მჭედლიშვილი და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” რევაზ ჩოხადარი.

ახმეტა –ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ წარდგინა. ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს ალექსი ფიცხელაური იყრის. ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კი მერობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილია.

დედოფლისწყარო- მე-14 საარჩევნო ოლქში მერობის ორი კანდიდატია. ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იყრის. ,,ნაციონალური მოძრაობიდან” მერობის კანდიდატი კი თამაზ კოჭლამაზაშვილი იქნება.

ლაგოდეხი- მე-15 საარჩევნო ოლქში მერობისთვის 2 კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” იქნება მოქმედი მერი ჯონდო მდივნიშვილი, ხოლო პარტიიდან ,,მესამე ძალა” კენჭს იყრის მალხაზ ნოზაძე.

სიღნაღი- მე-13 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მერობის კანდიდატი ,,ნაციონალურმა მოძრაობიდან” ზაზა პაპუაშვილია, პარტიიდან ,,თავისუფალი საქართველო” მერობის კანდიდატი გია ხუხიაშვილია, ხოლო ,,ქართული ოცნებიდან” კი მალხაზ ბეგიაშვილი იქნება.

საგარეჯო- მუნიციპალიტეტის მერობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს სამი კანდიდატი იყრის. პარტიიდან ,,ლელო” კენჭს იყრის ეკატერინე ქვლივიძე, ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია ავთანდილ გულიკაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კი კენჭს დავით ჯავახიშვილი იყრის.