არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

დღეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება

2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

უბანზე მისულ ამომრჩევლებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. მათ როგორც მუნიციპალიტეტების მერების, ასევე პოლიტიკური პარტიების და ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარი წარმომადგენელის არჩევა შეეძლებათ.

კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მერობის 21 კანდიდატია. აქედან 20 მამაკაცი და ერთი ქალია. 8 საარჩევნო ოლქში, პარტიების მიერ საკრებულოების კანდიდატად 305 კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატებიდან 47 ქალი, ხოლო 258 მამაკაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების თქმით, გენდერული ბალანსია დაცული პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში.