წნორში ახალი სკვერი მოეწყობა



მალე წნორელებს კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ, რომელით სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი.

სამუშაოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ წნორში, ევდოშვილის ქუჩაზე ხორციელდება. პროექტი სკვერის, შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და სკვერის განათების მოწყობას ითვალისწინებს.