კახეთში პარტია “საქართველოსთვის” წევრი ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს
კახეთში, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ის სიღნაღის საკრებულოში წარდგენილ პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსოდან სხვადასხვა ლითონის საგნებს სისტემატიურად იპარავდა.
პაპაშვილი დაკავებულია ქურდობის ჩადენის დროს, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის სპილენძის ქვაბი. პაპაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.