თუშეთში ჩარჩენილი ტურისტების გადმოსაყვანად, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა
თუშეთი კვლავ გარე სამყაროს მოწყვეტილია.
მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების გადმოსაყვანად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა.
ავიაციის საშუალებით 100-მდე ადამიანის ჩამოყვანა იგეგმება, თუმცა ფრენების განხორციელება დამოკიდებულია ამინდზე.
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.
თუშეთში ტურისტები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებული გზის გამო უკან დაბრუნებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.