ახალი ამბები

გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავის მუნიციპალიტეტს საკემპინგე ადგილი გადასცა

გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავის მუნიციპალიტეტს საკემპინგე ადგილი გადასცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და ქალაქ ბიბერახის მერმა ნორდერ ზაიდლერმა მოაწერეს ხელი.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, აღნიშნული ტურისტული ობიექტი ბიბერახის მერიის დაფინანსებით მოეწყო. პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. როგორც ნარეკლიშვილმა განმარტა, საკემპინგე ადგილის მოწყობა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„უპირველეს ყოვლისა, თელავის მუნიციპალიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი გულითადი მეგობრის, თელავის საპატიო მოქალაქის, რაინერ ეტზინგერის გარდაცვალების გამო. ის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება არა მხოლოდ ბიბერახისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ყოველთვის გვემახსოვრება თელავისთვის მის მიერ გაკეთებული უამრავი კეთილი საქმე და ბატონი რაინერის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საკემპინგე ადგილის მოწყობა თელავში, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამ მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ბიბერახის მხარეს”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.