ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, თუშეთის საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.
აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.