ახალი ამბები

სოფელ ერისიმედში მდინარის ადიდების შედეგად საცხოვრებელი სახლის სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სტიქიამ პრობლემები შექმნა.

ადიდებულმა მდინარემ კალაპოტი გაარღვია, რის შედეგადაც ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. დატბორილია სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშვო ბაღი.

ერისიმედში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.