თელავში, ყველასათვის ცნობილი, გმირთა მემორიალის ისტორია
„დიდ სამამულო ომში“ დაღუპულ გმირთა მემორიალი ,,ზუზუმბოს გორაზე” მდებარეობს. იგი 1970-იან წლებში აიგო და მას დროშის ფორმა აქვს.
ისტორიკოსების თქმით, ადრე, ყოველ 9 მაისს მემორიალთან ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებები. ნელ-ნელა კი ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა.
ნაგებობაზე 1991-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული თელავის რაიონის მოქალაქეების სიაც შეემატა. 2018 წელს კი მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფებმა მასზე დაამაგრეს იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ლექსის ფრაგმენტი.