“კახეთის ხმა” საერთაშორისო მედია პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს
ექოლოკაცია – ახალგაზრდების დაახლოებისა და აზრების გაცვლის მიზნით შექმნილი პროექტია. სამი მედია ორგანიზაცია, საქართველოდან(კახეთის ხმა), მოლდოვადან (Diez) და შვედეთიდან (Global Bar Magazine/Global Podd) რეგულარული პოდკასტების შექმნითა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემების განხილვით, ცდილობს სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებას ინფორმაციის გაცვლისა და გაზიარების მიზნით
საპილოტე პროექტი 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე რეგულარულად განათავსებს პოდკასტებს სხვა და სხვა პლატფორმაზე.
პირველი პოდკასტი დემოკრატიის განვითარების პროცესებსა და პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობას ეხება. პოდკასტს მოლდოველი ჟურნალისტი Alina Gîrneț მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას იღებენ:
მოლდოვის ახლადარჩეული პარლამენტის წევრი – Radu Marian
შვედედის ცენტრისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი – Reka Tolnai
“კახეთის ხმის” ციფრული პროექტების მენეჯერი – ლევან იაგანაშვილი