ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტს ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაკრძალავენ
კორონავირუსით გარდაცვლილ ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაკრძალავენ.
დაკრძალვა 23 სექტემბერს, 14 საათზე შედგება. შეგახსენებთ, მიტროპოლიტი კორონავირუსის შედეგად განვითარებული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მეუფე სერგის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, კოვიდ- 19-ით დაინფიცირდა.
ერთკვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ნეკრესის ეპარქიის მმართველი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აღესრულა. მეუფე სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ჩეკურიშვილი, 1959 წელს რუსთავში დაიბადა. ნეკრესის ეპარქიას ის, 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.