სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს მეწყერი ჩამოიშალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოიშალა.
არსებული ინფორმაციით, მეწყერი სოფელში, კავკასიონის ქედის მხარეს რამდენიმე ადგილზე ჩამოიშალა, რამაც მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი 17-18 სექტემბერს მოსული უხვი ნალექი გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა.
“ველოდებით წყლის დონის დაკლებას, რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაობს ოპერატიულად დაიწყებს. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია”– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.