საქართველოში საბაჟო პროცედურების გამარტივება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ეწვივნენ.
აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერითა და NU Borders-ის მონაწილეობით, შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება.
შემოსავლების სამსახურს, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება.
ზემოაღნიშნული განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო საქმიანობის ეფექტიანობას, დაიხვეწება და გამარტივდება საბაჟო პროცედურების წარმოება და რაც მათ შორის კერძო სეტორის წარმომადგენლების საქმიანობაზეც აისახება.