სოფელ ბაისუბანში იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი სოფელ კაბალში იმყოფებოდა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას გაეცნო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი ცენტრი სამი თემის ბაისუბნის, ფონისა და კაბლის 12 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის ცენტრი ქალაქ ლაგოდეხის გარდა, გახსნილია ცოდნისკარისა და აფენის თემში. ოთხივე ამბულატორია აღჭურვილია თანამედროვე გადაუდებელი პირველადი დახმარების საშუალებებით.
მოქალაქეებს პროფესიონალი მედპერსონალი ემსახურება.