თელავის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო
თელავის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა.
უწყების ინფორმაციითვე, პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება. მათივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.