სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება
“უდაბნოს მზის ელექტროსადგურის” პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვაში შპს “ნექსთ ენერჯიმ” გაიმარჯვა.
bm.ge-ს ინფორმაციით, შედეგად, “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ინვესტორს შპს “საქართველოს მზის კომპანიის” საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს გადასცემს, რაც სატენდერო პირობა იყო.
რაც შეეხება პროექტის მახასიათებლებს, აღნიშნული მზის სადგური საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში უნდა აშენდეს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ა, მისი საინვესტიციო ღირებულება კი – 3.45 მლნ აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, რომ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა 2018 წელსაც გამოაცხადა და გამარჯვებულად შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯია” გამოავლინა, თუმცა მზის სადგურის აშენება ვერ მოხერხდა.