თელავში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო პროგრამების წარდგენა გაიმართა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის და რეგიონის განვითარების ცენტრის ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა.
პირველი შეხვედრა გაერთიანებულ ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს. თელავის მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მათ ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებენ.
კანდიდატებმა ასევე დამსწრე საზოგადოების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე ასევე მოხდა DRIVE Democracy პროექტის ფარგლებში მომზადებული მოქალაქეთა ხედვის ,,საჯარო მწვანე სივრცეების განვითარება ქალაქ თელავში” დოკუმენტის გაცნობა.
EECMD და RDC ცდილობს შეხვედრებისა და ტრენინგების საშუალებით ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თემატური დისკუსიის წარმოებას.
აღნიშნული გადაცემა მომზადდა პროექტის „პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში და მხარდაჭერილია NDI-სა და USAID-ის მიერ. აღნიშნული გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.