კახეთის 575-მილიონიანი გზატკეცილის მშენებლობა ჩინურ კომპანიებს სურთ
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია და იგი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აქედან 2 ლოტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 575 მილიონი ლარია. ეს ტენდერი საერთაშორისო მომწოდებლებისთვის გამოცხადდა.
პირველი ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი 74.8 მილიონი ლარია და ეს შესყიდვა ქართული კომპანიებისთვის გამოცხადდა. პროექტის ორივე ტენდერზე ამჟამად წინადადებების შერჩევა მიმდინარეობს. 575-მილიონიან ტენდერში მონაწილეობა სულ 9 უცხოურმა კომპანიამ მიიღო. მათგან ორივე ლოტის მშენებლობის სურვილს ოთხი ჩინური კომპანია გამოთქვამს.