ახალი ამბები

კახეთში გავრცელებული გადამფრენი ფრინველი “ბიჭო გოგია”

მოლაღური ულამაზესი ფრინველია. მისი ხალხური სახელწოდება კი “ბიჭო-გოგიაა”.

იგი გადამფრენი ფრინველია და საქართველოში უამრავ ადგილას გვხვდება, განსაკუთრებული სიმრავლით კი კახეთში შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ მისი გალობა, ფლეიტის ხმას მოგაგონებთ, ხმამაღლა სტვენა კი კატის კნავილს.

ულამაზესი “ბიჭო გოგიას” სხეულის სიგრძე 25 სმ-ს აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი ბუმბული აქვს, დედალსა და ახალგაზრდა მოლაღურს — მომწვანო. იგი ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით.