ახალი ამბები

საკოორდინაციო საბჭო-PCR და ანტიგენის ტესტების ჩატარება კვლავ უფასოა

PCR და ანტიგენის ტესტების ჩატარება კვლავ უფასოა, – ამის შესახებ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფებისთვის ტესტირება კვლავ უფასოა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტესტირების ჩატარება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ფასიანი გახდეს.