ახალი ამბები

ყვარელში მერობის კანდიდატი ოთხმა პარტიამ წარადგინა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მერის პოზიციის დასაკავებლად, ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში 4 კანდიდატი იბრძოლებს.

ყვარლის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მარიამ შეყელაძეს ინფორმაციით, ოლქში დარეგისტრირებულია 10 პარტიული სია.

,,საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულია 10 პარტიიული სია. ასევე, არჩევნებზე მერობის კანდიდატი ოთხმა პარტიამ წარადგინა. ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს გივი ზაუტაშვილი იყრის, გიორგი გახარიას პარტიიდან გიორგი გიგილოშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ალექსანდრე მჭედლიშვილი და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” რევაზ ჩოხადარი”,- განუცხადა Knews.ge-ს მარიამ შეყელაძემ.