ახალი ამბები

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.

„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, – განაცხადა ყვარელში, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

“ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული, სხვა ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კოზვიაშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა.