შსს-ს ინფორმაციით, ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა.
შსს-ს განმარტებით, ღონიძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.ამასთან, შსს-ში ადასტურებენ, რომ ბანკზე თავდამსხმელი შეიარაღებულია და იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც.
„ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება.
დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება“, – განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.