ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთის რეგიონში დაფიქსირდა.
აქ გამოვლენილია უკანონო სამართალდარღვევების 86 ფაქტი. საქართველოში სამართალდარღვევების აღკვეთის შედეგად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე. საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
სამართალდარღვევათა შესახებ მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.