შირაქის ულამაზესი ველი კახეთში
შირაქის ვაკე, იგივე შირაქის ველია. იგი ივრის ზეგანზე მდებარეობს და გამორჩეულია თავისი ულამაზესი ხედებით, თავისებურებებით.
შირაქის ველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 35 კილომეტრია, ხოლო სიგანე 15 კილომეტრი. ამჟამად იგი მთლიანად სახნავადაა გადაქცეული (უმთავრესად მარცვლეული კულტურებისათვის). შირაქის ვაკეს (ველს) საქართველოს პურის ბეღელსაც უწოდებენ.